„ულევ წარმატებას და ბედნიერ მომავალს გისურვებთ“- კერძო სკოლა „ცოდნაში“ „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ მე-12 კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობნენ. ისინი, წლების განმავლობაში, სწავლობდნენ
გარემოში, სადაც მათზე ზრუნავდნენ და ღირსეულად მოქალაქეებად აღზარდეს.
კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ისინი საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით, გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„ვულოცავთ სკოლის დამთავრებას ჩვენს უსაყვარლეს მე-12 კლასელებს, ულევ წარმატებას და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!
ძალიან გვიყვარხართ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: