აფხაზეთის N22  სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის - „ვიცნობდეთ ჩვენს რაიონს“ ფარგლებში, ეკლესია-მონასტრები მოინახულეს
24-05-2023
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგებმა - ნინო კიკნაველიძემ და ფიქრია სტურუამ პროექტის - „ვიცნობდეთ ჩვენს რაიონს“ ფარგლებში, პატარა მოსწავლეები და მათი მშობლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარსულში ამოგზაურეს. მათ გასული საუკუნეების ეკლესიები - დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, კიმოთისუბნის ეკლესია-მონასტერი, სადგრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-მონასტერი - დაათვალიერეს. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ინფორმაცია გაცვალეს.

„უდიდესი იყო ბავშვების სიხარული, დატკბნენ სიძველის წარმოჩინებით და სასიამოვნო ბუნებრივი გარემოს ხილვით. ითამაშეს, გაერთნენ სხვადასხვა აქტივობებით.
ამ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარებას ისტ-ში. მათ ინტერნეტით მოიძინეს სხვადასხვა ინფორმაცია ამ ეკლესიების შესახებ, ასევე ამ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა დაახლოებას და წარმოაჩინა მათი სხვადასხვა უნარები.
გამოვიდა ერთი ნაყოფიერი და ხალისიანი დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203