ფუთის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ვაჭარაძე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
24-05-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და კონფერენციაში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე - ანა ვაჭარაძე 76-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში მონაწილეობდა, სადაც ის გეოგრაფიისა და ტურიზმის სექციის ფინალისტი გახდა.

მიღწეული წარმატებისთვის მას სიგელი გადაეცა.

კონფერენცია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 20 მაისს ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203