„აი ია-აი ჩვენ“ - ზერტის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტრესო შემაჯამებელი ღონისძიება
24-05-2023

პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა, პედაგოგ მადლენა მირაზანაშვილის ხელმძღვანელობით, სასწავლო წელი ღონისძიებით - „აი ია-აი ჩვენ“ შეაჯამეს.

მათ შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„პატარებმა ლექსებითა და სიტყვებით პატივი მიაგეს ქართულ ანბანს, დედა ენას, სამშობლოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კიდევ უფრო გაალამაზა მოსწავლეთა სიმღერებმა და ცეკვებმა.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„აღსანიშნავია რომ ღონისძიება განხორციელდა მშობელთა აქტიური თანამშრომლობით და უშუალო მონაწილეობით“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:  

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203