ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე გიორგი ბოჭორიშვილი ევროპის 5 უნივერსიტეტში წარმატებით ჩაირიცხა
ტყიბულის N6 საჯარო სკოლას ნიჭიერი, გამორჩეული, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის- FLEX-ის ფარგლებში სწავლობს. მან მონდომებითა და შრომით წარმატებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბოჭორიშვილი ევროპის შემდეგ 5 უნივერსიტეტში ჩაირიცხა:
- The American University of Paris- საფრანგეთი, პარიზი;
- LCC International University - ლიეტუა;
- KU LEUVEN - ბელგია;
- John Cabot University-იტალია, რომი;
- Talinn University- ესტონეთი.
„სკოლის სახელით ვულოცავთ გიორგის უნივერსიტეტებში მიღებას და ვუსურვებთ მას მრავალ წარმატებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.