72-ე „ბოლო ზარი“ სიონის საჯარო სკოლაში - მე-12 კლასელებს დირექციამ და პედაგოგებმა გზა დაულოცეს
24-05-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

72-ე გამოშვება სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. კურსდამთავრებულები სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა დალოცეს და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლამ, ახალგაზრდებს, სახალისო ნომინაციების სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა, რამაც დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

კურსდამთავრებულებმა, ემოციებით დატვირთულებმა და გახარებულებმა დატოვეს ცოდნის ტაძარი. 

„ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, მუდამ გვეამაყოს და გვეხაროს მათი გამარჯვებით და წინსვლით“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203