„ქართული ხელნაწერები“ -  საინტერესო ინტეგრირებული პროექტი ორღულის საჯარო სკოლაში 
24-05-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის მერვე კლასში, სასწავლო-საკლასო ინტეგრირებული პროექტი -  „ქართული ხელნაწერები“, ხორციელდება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი საგნების: ქართული ენა და ლიტერატურის, ქიმიისა და ბიოლოგიიის ინტეგრირებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი ქართული ხელნაწერების გაცნობა, წერის კულტურის შენარჩუნება, საწერი მასალების ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის სწავლება და კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემის გამოხატვა გახლავთ. 

პროექტს ხელმძღვანელობენ პედაგოგები - ია დარბაიძე და ნატალი მაკასარაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203