დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ
24-05-2023
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი შეხვდა.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქალაქო კლუბის მიზნებსა და ამოცანებზე, იმსჯელეს ინკლუზიური ოთახის მოწყობაზე და მის საჭიროებაზე, ასევე სამომავლო ამოცანები დაგეგმეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არსებული კლუბები თავიანთი მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ კლუბური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ცდილობენ, დისკუსიების, სასკოლო პროექტების საშუალებით, გამოავლინონ არსებული პრობლემები (კლასში, სკოლაში, თემში, საზოგადოებაში) და იმოქმედონ ამ პრობლემების გადასაჭრელად.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს