ზემო თხილნარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მეფუტკრის საქმიანობას გაეცნენ
24-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა ეკოკლუბის „ბუნების ქომაგების“, წევრები სოფლის მეფუტკრეს ესტუმრნენ. 

ვიზიტი ნიკო კეცხოველისა და NAITS- ის პროექტის ფარგლებში მოეწყო, მოსწავლეები მეფუქტკრის საქმიანობას გაეცნენ და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 

ბავშვებმა, მასპინძელს საინტერესო კითხვები დაუსვეს და  გაიაზრეს ამ ბიზნესის შესაძლებლობები საქართველოში, მათ ასევე დაათვალიერეს სკა და იპოვეს დედა ფუტკარი. 

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ რამინ დუმბაძეს გაწეული მასპინძლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203