ჯოჭოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ღირსეულ მომავალ თაობას ზრდიან
24-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. 

პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მომავალ წარმატებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის კი სწავლებისას სხვადასხვა მიდგომას იყენებენ და ახალგაზრდებს ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. 

მოსწავლეებისთვის კლასიდან კლასში გადასვლა ახალი გამოწვევა და ერთგვარი მოგზაურობაა. ახლაც პირველი კლასის მოსწავლეებმა სსწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ახალ საფეხურზე გადადიან მე-5 და მე-9 კლასის მოსწავლეებიც.

მათ სხვადასხვა წლებში პედაგოგები - შორენა ხაბაძე და ნინო დოლიძე ასწავლიდნენ.

„სკოლაში ერთდროულად არსებული სამი თაობა, რომელიც აღიზარდა და დაფრთიანდა დაწყებით კლასებში შორენა ხაბაძისა და ნინო დოლიძის მიერ - პირველი, მეხუთე და მეცხრე კლასები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203