გოკიოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქტივობები მიეძღვნა
24-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი თარიღები კი ყოველთვის აღინიშნება.
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა აქტივობა, რომელშიც სკოლის მთელი გუნდი და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ამ თარიღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მოსწავლეებმა სახესა და ხელებზე საქართველოს დროშებიც დაიხატეს, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქტივობა პედაგოგ ვაზგანუშ აკოპიანის ჩართულობით მოეწყო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს