ნახახულევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ცოდნის ტაძარი“ შთამბეჭდავი ღონისძიებით დატოვეს
24-05-2023
კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ცოდნის ტაძარს, შთამბეჭდავი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

კურსდამთავრებულებმა, სასკოლო საზოგადოებას ქორეოგრაფიული და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული, მხიარული და დასამახსოვრებელი სანახაობა მოუწყვეს და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

სასკოლო საზოგადოებამ, კურსდამთავრებულთა თეთრი მაისურები მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეამკეს. 

დღე ემოციებით აღსავსე იყო, მეთორმეტეკლასელებმა ტკბილი მოგონებებითა და დადებითი ემოციებით დამუხტულებმა დატოვეს სკოლა. 

„ვუსურვებთ მათ ცხოვრების შემდგომი ეტაპების წარმატებით დაძლევას და წინსვლას ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203