არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
24-05-2023

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს.

მათ სკოლაში გატარებული წლები ემოციურად გაიხსენეს და მასწავლებელთა ამაგიც არ დაივიწყეს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.

სკოლას ბავშვები ღონისძიებით გამოემშვიდობნენ, სადაც იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დირექციამ და პედაგოგებმა კი ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

„სკოლა ულოცავს მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას. მიზნების ასრულებასა და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203