„ბოლო ზარი საზღაპრეთიდან“ -  ცხუნკურის N1 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ გააცილეს
24-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთა „ბოლო ზარი“, აღინიშნა. 

„ბოლო ზარი - საზღაპრეთიდან!“ -  ასე უწოდეს, მეთორმეტეკლასელთა გაცილებას სკოლაში.

ახალგაზრდებმა, სკოლის დასრულება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს და საყვარელ მასწავლებლებთან ერთად საუკეთესო მოგონებები გაიხსენეს. 

აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს, კურსდამთავრებულთა თეთრი მაისურები მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო, რომლებიც მოსწავლეებს სამახსოვროდ დარჩათ. 

„ერთმანეთის გვერდით, ბედნიერი დასასრულისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203