დიდი ჭყონის N1 სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის - ქეთინო ჩიქვანიასა და მე-8 კლასის მოსწავლე თეკუნა თორდინავას ნახატების გამოფენა გაიმართა
24-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლების განვითარებასა და მოტივირებაზე ორინეტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამაზე ყველაზე კარგად ის მეტყველებს, რომ სასკოლო საზოგადოების წევრები სხვადასხვა აქტივობას დიდი მონდომებით გეგმავენ და ახორციელებენ.
ამჯერად კი, სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის ქეთინო ჩიქვანიასა და მე-8 კლასის მოსწავლის თეკუნა თორდინავას ნახატების გამოფენა გაიმართა. მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი, სხვადასხვა თემატიკის, საინტერესო და შემოქმედებითი იყო.
ნახატებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენაზე დრო ყველამ ნაყოფიერად გაატარა, მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და ეს დღე სურათებზე აღბეჭდეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს