ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრინველებს დააკვირდნენ
24-05-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აქტიურად აღინიშნება.
გამონაკლისი არც ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, „ბაღის ფრინველთა საათის“ ფარგლებში, VII კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლელა სილაკაძისა და ელისო ბერძულის ინიციატივით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრინველთა სხვადასხვა სახეობას ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მათ ფრინველები აღრიცხეს და მონაცემები ჩაიწერეს. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„აქტივობის ძირითადი მიზანი გახლდათ, ახალგაზრდა თაობებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემომცველი ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა, რათა მათ შეძლონ საკუთარი ქცევის შეფასება და უკეთესობისაკენ შეცვლა, შედეგად კი ბუნების ქომაგებად ჩამოყალიბება. ეს ყოველივე ემსახურება საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და ქვეყნის წინსვლას მდგრადი განვითარების პრინციპებით. მდგრადი განვითარება, მიზანი N15 - დედამიწის ეკოსისტემები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს