მამათის საჯარო სკოლამ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უმასპინძლა
24-05-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 

სტუმრები - თამარ ოგანოვა და გიორგი ჩარკვიანი მოსწავლეებს სახალხო დამცველის მანდატი და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე ესაუბრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, დასასრულს იყო საინტერესო კითხვები მოსწავლეებისაგან და ამომწურავი პასუხები სტუმრებისგან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და სტუმრებს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203