„მანანასთვის“ - სამღერეთის საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა შეჯიბრში გამარჯვება მეკარეს მიუძღვნა
24-05-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ქალთა გუნდი „თეთრიწყაროს-ლეგენდა“ ფეხბურთში საჩხერეს გუნდ „ქარიშხალას“ ეჯიბრებოდა.

მე-2 ლიგის ქალთა ფეხბურთის მორიგ შეჯიბრებას თეთრიწყაროს გარისის სტადიონი მასპინძლობდა.

თამაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თეთრიწყაროს-ლეგენდას გამარჯვებით ანგარიშით: 8 -1-ით დასრულდა.

აღნიშნული გამარჯვება „თეთრიწყაროს-ლეგენდა“ მეკარეს მანანა ისკანდაროვას მიეძღვნა.

მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთ-ერთ შეჯიბრში ხელი იღრძო, რის გამოც ამჯერად, ვერ ითამაშა.

მოსწავლეებმა პლაკატიც კი გააკეთეს წარწერით - „მანანასთვის“

„მიზანი მიღწეულია! ვულოცავ გოგონებს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებ! ბრძოლას და მონდომებას ყოველთვის აქვს აზრი, მე მჯერა თქვენი და თქვენი გამარჯვების“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203