სამიქაოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“
24-05-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.

სკოლაში ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიება მოეწყო.

მეთორმეტეკლასელებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათში სხვადასხვა ემოცია აღძრა.

ღონისძიებაზე მათ იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური იყო.

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203