ჩიბათის საჯარო სკოლაში მათემატიკის კლუბ „ლაბირინთის“ მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
24-05-2023

ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილები და აქტივობები ტარდება. სკოლაში ასევე აქტიურად ფუნქციონირებს მათემატიკის კლუბი „ლაბირინთი“, რომლის წევრები შეხვედრებს აწყობენ.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკის კლუბ „ლაბირინთის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კლუბის ხელმძღვანელები ლალი პატარაია და მარინა ტიშჩენკო არიან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს მოსწავლეები პრეზენტაციას თემაზე - „მონაცემთა შეგროვება და ანალიზი“ გაეცნენ.

მათ მონაცემთა შეგროვების და წარმოდგენის ხერხებზე იმსჯელეს.

ისინი ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი და დავალებები მონდომებით შეასრულეს.

„მოიყვანეს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. ჯგუფებში შეასრულეს მოცემული დავალებები, რომლებიც წარმოადგინეს ცხრილის, სვეტოვანი დიაგრამის, პიქტოგრამისა და წრიული დიაგრამის მეშვეობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203