„მხიარული თამაშები“ - დანდალოს N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
24-05-2023
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლების სპორტით დაინტერესებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება თუ სპორტული შეჯიბრი იმართება.
23 მაისს, დანდალოს N1 სკოლაში ჩატარდა სპორტული ღონისძიება - „მხიარული თამაშები“.
მონაწილეობდნენ I-VI კლასის მოსწავლეები, ასევე, კლასის დამრიგებლები და მშობლები. მიზანი - ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო. ორგანიზება კი ღონისძიებას სპორტის მასწავლებლებმა- მანანა სახელაშვილმა და ილია ბერიძემ გაუწიეს.
ღონისძიება მეტად სახალისო და შთამბეჭდავი გამოვიდა.