„მიყვარს ჩემი ეროვნული წმინდა სამოსი“- საინტერესო აქტივობა ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში
24-05-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, აქტივობა - „მე მიყვარს ჩემი ეროვნული წმინდა სამოსი“, ჩაატარეს.
მოსწავლეები სიმბოლურად ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ და აღნიშნულ თემაზე მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს, რომლებიც საკლასო ოთახში განათავსეს და პრეზენტაცია მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინონ და კრეატიული აზროვნება განივითარონ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს