ოზურგეთის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება მოეწყო
24-05-2023
ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი გამორჩეული თაობა გააცილა.
მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, ეს დღე კი ძალიან ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე პედაგოგებისთვის.
სკოლის დასრულება მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს, სასკოლო საზოგადოებას, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„ჩემო საყვარელო ბავშვებო, ჩემო მეთორმეტე კლასელებო, გასრულდა ესე ამბავი.... დღეს, თქვენი მოსწავლეობის ბოლო დღეა, დღეს მილოცვების დღეა... დღეს თქვენი დღეა, მოგილოცავთ, ისევ და ისევ.... გევლოთ ამაყად, მაღლა-მაღლა, სულ წინ და ცისკენ... ვარდის სურნელით გეფინებათ ფეხქვეშ მაისი... აივსო სივრცე, ყველგან თქვენი ხმები გაისმის.... თქვენი სიცილით სავსე არის ეზო და ქუჩა.. ვიგონებთ ერთად განვლილ თორმეტს და თვალებს ვხუჭავთ... დღეს, სხვანაირად ხმიანებენ სკოლის ზარები, თითქოს მათ ხმაშიც შეიგრძნობა რაღაც ფარული, უძირო სევდა, სიხარული და სიყვარული... სკოლის კედლებში შეიმოსეთ არწივის ფრთებით... სკოლის კედლებში რჩება თქვენი ბავშვობის წლები, წლები, აღსავსე სიყვარულის მზიურ ქარებით... წლები, რომლებსაც სიზმრებში თუ მიეკარებით... მაისურებზე გაფანტულა სურვილთა წყება.. კადრებს ვაჩერებთ ჩანაწეში, თან გული გვწყდება, დღეს არაფერიც არ მთავრდება, ახლა იწყება, გამარჯვებების სიხარული, ნათელ ფერებით... გილოცავთ, გლოცავთ, გეთხოვებით და გეფერებით!...“, - სკოლის დირექტორი ნინო ღლონტი კიდევ ერთხელ ულოცავას კურსდამთავრებულებს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს