ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა
24-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა ტურნირში წარმატებით იასპარეზა.

შეჯიბრი მინი ფეხბურთში, 17 მაისს, ნინოწმინდის მერიის ინიციატივით, სპასოვკის სპორტულ მოედანზე გაიმართა, სადაც ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და შედეგად გამარჯვებაც მოიპოვეს. 

გამარჯვებულ გუნდებს, მერიამ სიმბოლურად, თასი და დიპლომები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობასა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203