ლესის საჯარო სკოლის მე-2 კლასში წამლების დანიშნულების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა
24-05-2023
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მე-2 კლასში შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. 

ბუნებისმცოდნეობაში, საგნის მასწავლებელი ნაირა გეგუჩაძე, სკოლის ექთანთან ლანა მოქიასთან ერთად, მოსწავლეებს ესაუბრა თუ რა დანიშნულება აქვს წამლებს, როდის და რისთვის ვიყენებთ? რა სახის წამლები არსებობს? როგორ უნდა ინახებოდეს წამლები?

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექთანმა მოსწავლეებს საინტერესოდ აუხსნა და აჩვენა წამლის ყუთი და მასზე დატანებული ინფორმაცია.

პატარებმა დაასახელეს მათთვის ნაცნობი წამლები და ახალ მედიკამენტებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ დასასრულს გაიმართა დისკუსია, რამაც შეხვედრა კიდევ უფრო ინტერაქციული გახადა.

გაკვეთილი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, მასში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203