ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლეები - თამარ ახვლედიანი და ლანა ბაღდავაძე ესეების კონკურსის ფინალისტები არიან
24-05-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. ისინი ამ მიმართულებით გამართულ სხვადასხვა კონკურსში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, XI კლასის მოსწავლეები თამარ ახვლედიანი და ლანა ბაღდავაძე საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ფონდის ორგანიზებული ესეების კონკურსში - „სიყვარულით დანახული სამყარო“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ფინალისტები გახდნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ნინო წივწივაძის უნიჭიერესი მოსწავლეები არიან.

„ჩემს ჭკვიან, კეთილ, შრომისმოყვარე და ერთგულ გოგონებს ვულოცავ ფინალისტობას. ვუსურვებ, კიდევ მრავალჯერ დაბეჭდილიყოს მათი სიყვარულით მოთხრობილი ამბები, ჩვენ კი გვეხაროს მათი წარმატებებით“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203