ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ
24-05-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში ყოველთვის დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მათი მხრიდან უდიდესი დაინტერესება სასკოლო კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, მოჰყვა. მოსწავლეთა სურვილით, პროექტის მონაწილეები დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ. გარდა ამისა, გაიმართა შეხვდრა, სადაც ომსა და მის მიზეზებზე ისაუბრეს. 

„კიდევ ერთხელ გაიხსნა მოუშუშებელი იარა ომში დაღუპული ვაჟკაცების მოგონებებით. მადლობა მასპინძლებს - ბაჩანა ბასილაიას, კახაბერ კვაშილავას, მამა დავითს გულთბილი მიღებისთვის, მართალია მათმა ნაამბობმა სევდა მოგვგვარა, მაგრამ ამავდროულად გვაგრძნობინა თუ რაოდენ მშობლიური ყოფილა ჩვენთვის ჩვენი აფხაზეთი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203