ჩოჩხათის საჯარო სკოლაში მოსწავლის ბარბარე მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმათა
24-05-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში  მე-6 კლასის მოსწავლის, ბარბარე მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ბარბარეს ნამუშევრები ინდივიდუალური სტილით, მუქი ტონალობითა და თავისებური გამომსახველობითი სტილით ხასიათდება, რაც პატარა „მხატვარს“, ინდივიდუალურობას სძენს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203