დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ქართული კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
24-05-2023
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შექმოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, ასპინძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარეხ ბერიძის ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“, რომლის მიზანი იყო ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ლამაზად წერის კულტურის განვითარება, მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობდნენ V-X კლასების მოსწავლეები.
კონკურსი ჩატარდა ერთ ტურად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული: პირველ ადგილზე გავიდა V ბ კლასის მოსწავლე, ნატალი თურქაძე, მეორე ადგილზე-VII კლასის მოსწავლე, სოფიო ნათენაძე, მესამე ადგილზე კი - V ბ კლასის მოსწავლე, მეგი ბიბილაშვილი.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები, აგრეთვე, კონკურსის ყველა მონაწილე (26 მოსწავლე) დასაჩუქრდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს