ფუშრუკაულის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სიყვარულით გააცილეს
24-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეებმა ერთმანეთის თეთრი მაისურები საუკეთესო სურვილებით შეამკეს.
ბავშვებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათში სხვადასხვა ემოცია- სიხარული, ბედნიერება და სევდა აღძრა.
მეტორმეტეკლასელებმა, ასევე, პედაგოგთა ამაგი გაიხსენეს, რომელთაც მათ განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური იყო.
სასკოლო საზოგადოებამ ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.
„კიდევ ერთმა ლამაზმა და წარმატებულმა ახალგარდებმა დარეკეს დღეს „ბოლო ზარი“ ჩვენს სკოლაში, ვუსურვებ მათ, ცხოვრების ახალ ეტაპზე მიზნებისა და ოცნებების შესრულებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს