ივანდიდის საჯარო სკოლაში, პროექტის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, ლიტერატურული საღამო გაიმართა
24-05-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო პროექტს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანა კაკაბაძის ხელმძღვანელობით, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ლიტერატურული საღამო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-6 კლასელებმა გულში ჩამწვდომი ლექსები წარმოადგინეს, ისინი მოეფერნენ აფხაზეთს, აფხაზ ხალხს და განსაკუთრებით თავიანთ თანატოლებს, რომლებსაც მეგობრულ ხელს უწვდიან და თავისთან ეპატიჟებიან.
„გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ, თქვენ და თქვენს აფხაზ თანატოლებს, ბავშვებო!“,- მიმართავენ მოსწავლეებს პედაგოგები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს