ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
24-05-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ და საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.

ამჯერად, მოსწავლეები ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მუზეუმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ბავშვები, ამ დღის მნიშვნელობას გაეცნენ.

მათ მუზეუმში ასევე ღონისძიება გამართეს, სადაც მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წელს სახლ-მუზეუმის დაარსებიდან 75 წელი გავიდა, რამაც ეს დღე კიდევ უფრო საზეიმო გახადა.

„აღსანიშნავია, რომ წელს ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის დაარსებიდან 75 წლის საიუბილეო თარიღია. რამდენიმე ათეულ წელს ითვლის მუზეუმისა და ჩვენი სკოლის თანამშრომლობის ისტორია და გვინდა, კიდევ ერთხეულ მივულოცოთ მათ ეს მნიშვნელოვანი დღე!“, - გვიყვებიან სკოლაში.

დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო და მათ ცხოვრებაში კიდევ ერთ შთამბეჭდავ მოგონებად იქცა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 18 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203