ბარალეთის N1 საჯარო სკოლას მე-12 კლასელები საზეიმოდ, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ
24-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლის ეზო ბუშტებით და პლაკატებით იყო მორთული, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო საზეიმო გახადა.
მეთორმეტეკლასელებმა საინტერესო და სასაცილო სკეტჩები მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
ახალგაზრდებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. მოსწავლეები სკოლას, საზეიმოდ, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ და ღონისძიების ბოლოს ცრემლები ვერ შეიკავეს.
„დიდი სიყვარულით და პატივისცემით ჩვენი სკოლა ულოცავს ყველას სკოლის დამთავრებას და უსურვებს ულევ წარმატებას და წინსვლას ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს