ჯუმის საჯარო სკოლიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, 2023 წლის კურსდამთავრებულები მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.
ღონისძიება მასწავლებლის, ნატალია ჯიშკარიანის ორგანიზატორობით ჩატარდა.
პედაგოგი, რომელიც მე-4 კლასის დამრიგებელია, მიმდინარე წლის კურსდამთავრებულების პირველი მასწავლებელი იყო, სწორედ ამიტომ მან ღონისძიება მე-12 კლასელების „ბოლო ზარს“ დაუკავშირა და საოცრად საინტერესო ატმოსფერო შექმნა.
ფერადი ბუშტებით გაფორმებულ სცენაზე, საგანგებოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა დადგეს და კურსამთავრებულები სკოლიდან საზეიმოდ გააცილეს.
დღე ემოციებით დატვირტული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე პედაგოგებისთვის.
იხილეთ ფოტოები: