ჩაისუბნის N2 სკოლაში მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა
24-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

სკოლაში სასკოლო პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში შეჯიბრი მინიფეხბურთში, ორ კატეგორიაში გაიმართა, სადაც VIII და VI ა კლასებმა გაიმარჯვეს.

მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცათ, ასევე მოსწავლეებმა სიგელები სხვადასხვა ნომინაციაში მიიღეს.

მათი გზავნილი იყო - „ვიცხოვროთ  ჯანსაღი ცხოვრებით“.

სპორტის მასწავლებლები: მურმან კონცელიძე, რამინ კონცელიძე და თამილა მაკარაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203