უჯარმის საჯარო სკოლაში 2023 წლის კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო გაცილება მოეწყო
24-05-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ აღინიშნა. 

კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოების მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

ახალგაზრდებმა, სკოლის ეზო საზეიმოდ მორთეს და სწავლის დასრულება ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულებმა საყვარელ პედაგოგებთან სასკოლო ცხოვრების საუკეთესო მოგონებები გაიხსენეს, რამაც დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა. 

კურსდამთავრებულები სკოლას ემოციებით დატვირთულნი გამოემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203