ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა გამოსაშვები საღამო გაიმართა
24-05-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
19 მაისს მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სკოლაში მოეწყო გამოსაშვები საღამო.
მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს დირექტორმა - მარიამ გრძელიშვილმა, კლასის დამრიგებელმა - ნინო კურტანიძემ და საგნის მასწავლებლებმა.
მათ თბილი გამოსამშვიდობებელი სიტყვები არ დაიშურეს კურსდამთავრებულებისა და მათი მშობლებისდმი, უსურვეს წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება ლამაზ სამშობლოში.
სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს სკეტჩები და გაითამაშეს სახალისო სცენები სკოლის ცხოვრებიდან. ბავშვებმა კურსდამთავრებულებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები.
„საღამომ მშვიდად და მხიარულად ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს