ერგეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „დედაენის მეჯლისი“ გამართეს 
24-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის პირველკლასელები სასწავლო წელს წარმატებით ასრულებენ. 

23 მაისს, I კლასში, დამრიგებელ ცისანა ბაბუჩაიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით - „დედაენის მეჯლისი“.

პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

ბავშვებმა ქართველი ერის წინაშე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი გაიხსენეს, მადლობა გადაუხადეს მას ლექსებითა და სიმღერებით.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიულოცეს მე-2 კლასში გადასვლა. დამრიგებელმა ცისანა ბაბუჩაიშვილმა მოსწავლეებს საზეიმოდ გადასცა სიგელები და უსურვა წარმატებები ცოდნის სამყაროში.

ზეიმს მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი სოფიო ნასარაია.

„ერგეს საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს პირველკლასელებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203