„მოგზაურობა ოლიმპეთში“ - კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიური თამაშებისა და მოთამაშეების ისტორიები „გააცოცხლეს“
24-05-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.

მათ შორის აღსანიშნავია, სპორტის მრავალფეროვანი გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად ფიზიკურ შესაძლებლობებს ივითარებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევენ პოპულარიზაციას. 

ამჯერად, კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტის მასწავლებლის - ავთანდილ გორგიძის, ორგანიზებით, სპორტის კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიური თამაშებისა და მოთამაშეების ისტორიები გააცოცხლეს თავის პრეზენტაციებში და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „ოლიმპეთში იმოგზაურეს“.

წინ მოსწავლეებს სირბილში მოხალისეთა სიმბოლური მარათონი ელოდებათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203