„მომენატრა ზღვა, რომელიც შენია“ - სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, მაკეტი შექმნეს
24-05-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეები კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, შეუერთდნენ. 

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს ტკივილზე - აფხაზეთზე, მისი ისტორია გაიხსენეს, წეს-ჩვეულებებს გაეცნენ და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი მუდამ საქართველოს ნაწილი იქნება. 

მოსწავლეებმა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს და საინტერესო მაკეტი შექმნეს, სახელწოდებით - „მომენატრა ზღვა, რომელიც შენია“. 

ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პრეზენტაციაც წარუდგინეს და აუდიტორიის მოწონებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203