ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს
24-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

2023 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

ეს დღე მოსწავლეებისთვის საზეიმოსთან, ერთად სევდისმომგვრელიც იყო, საყვარელ მასწავლებლებს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ და პედაგოგებმა და აღზრდილებს გზა დაულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. 

„კლასი გამოირჩეოდა სწავლებით, მეგობრობით, პასუხისმგებლობით, აქტიურობით და მიზანდასახულობით. მოწვეული ჰყავდათ თავიანთი დაწყებითის მასწავლებელი... ჯოყოლოს სკოლა ულოცავს თავის ერთ-ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს და და ბედნიერებას მთელი ცხოვრების მანძილზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203