ხალიფაურის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
23-05-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სიურპრიზად განსაკუთრებული გაცილება მოუწყო.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დააწერეს. 

მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებელთა ამაგი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

სასკოლო საზოგადოებამ ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა და მათ ოცნებების ახდენა უსურვა.

„გილოცავთ ბავშვებო, სკოლის დამთავრებას, ბედნიერ მომავალს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203