ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლის VII ბ კლასში აქტივობა, შემდეგი სლოგანით - „მსოფლიოს 193 ქვეყანას ჩვენი ხმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ ჩატარდა.
აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად, მშობლები და ბებიები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ისაუბრეს.
მათ ასევე კედლის გაზეთი - „ბუნების დიდი მესაფლავეები“ შექმნეს და აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა კლასში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
„პროექტებისა და პრეზენტაციების წარდგენასთან ერთად, არც ხელოვნებით ტკბობა დააკლეს მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი პროექტები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: