ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა ჯაიანმა მკლავჭიდში, ევროპის პირველობის საგზური მოიპოვა
23-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლას მოსწავლეები სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, ერთ-ერთმა მათგანმა ბექა ჯაიანმა სპორტულ წარმატებას მიაღწია. თბილისში, მკლავჭიდში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები გაიმართა. სწორედ მასში მონაწილეობდა მოსწავლე.
ბექა ჯაიანმა, 18 წლამდელებში, 55 კგ წონით კატეგორიაში, საკვალიფიკაციო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა და კიშინიოვში გასამართი ევროპის პირველობის საგზური მოიპოვა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს