კრწანისის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს
23-05-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელთათვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა, რაც მათთვის დიდ სიხარულთან ერთად სევდის მომგვრელიც აღმოჩნდა.
ახალგაზრდებს სკოლის დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა საყვარელმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს, საუკეთესო სურვილები უსურვეს და თეთრი მაისურები სამახსოვრო ფრაზებით შეუმკეს.
„კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერა სკოლის ისტორიაში და ახალი ფურცელი გადაიშალა მე-12 კლასელებისთვის. სკოლამ დაულოცა გზა თავის მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე.
წარმატებულ გზაზე გევლოთ ჩვენო ახალგაზრდებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს