ცუცხვათის საჯარო სკოლას მე-12 კლასელები საზეიმოდ, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ
23-05-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო“ ზარი დაირეკა, რაც საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის.

ტრადიციისამებრ, მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოების მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულებმა საყვარელ პედაგოგებთან ერთად სკოლის სახალისო თუ სევდიანი მოგონებები გაიხსენეს, რამაც დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა. ახალგაზრდებმა დირექციასა და მასწავლებლებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებლებმა კი მათ გზა დაულოცეს.

სკოლა კურსდამთავრებულებს წინსვლას, წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს უსურვებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203