ტყიბულის N7 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება მოეწყო
23-05-2023
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მეთორემეტკლასელთათვის „ბოლო“ ზარი საზეიმოდ დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად 12 წლიანი სწავლების წარმატებით დასრულება აღნიშნეს და სკოლასთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონებები გაიხსენეს.
სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და მათ წარმატებული მომავალი უსურვეს.
სიმბოლურად, კურსდამთავრებულთა თეთრი მაისურები საუკეთესო სურვილებითა და მისალოცი წარწერებით შეივსო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წელს დარეკილი „ბოლო“ ზარი განახლებული სკოლისთვის „პირველი“ აღმოჩნდა, რაც ორმაგად ამძაფრებდა ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მეთორმეტეკლასელთათვის ერთი მნიშვნელოვანი თავი ჩაიხურა, მაგრამ ყველა დასასრული ხომ რაღაც ახლის დასაწყისია?! გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, სწორედ ეს მნიშვნელოვანი სიახლე ყოფილიყოს თქვენი ბედნიერი მომავლის საწინდარი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს