ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ
23-05-2023
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა გასვლით საგანმანათლებლო აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მათ პროექტ - „ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 2023-ის“ ფარგლებში დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა.
სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტში საგანმანათლებლო ტური ჩაუტარდათ, ისინი საკანონმდებლო ორგანოს ისტორიას, საქმიანობასა და ფუნქციონირებას გაეცნენ. ასევე, მცირე ხნით, საგაზაფახულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრნენ.
მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები მიესალმნენ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს