ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსის ფინალურ ტურში იასპარეზეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად ისინი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ. ის, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პრინციპით ტარდებოდა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროექტის ფინალურ თამაშში, რომელიც თბილისში გაიმართა, 32 საჯარო და კერძო სკოლის, მათ შორის ეწერის საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
„ეს პროექტი წლებია ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის სული და გულია. მან ბავშვებთან ერთად ბევრი რამ მეც მასწავლა. ბედნიერი ვარ, რადგან წელს საქართველოს მასშტაბით ჩვენი სკოლის გუნდი 32 გამარჯვებულ სკოლასთან ერთად, ფინალში მოხვდა. სხვა სკოლებთან შედარებით, ჩემმა ასაკით ყველაზე პატარა მოსწავლეებმა, თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს და რაც ყველაზე მთავარია, პროექტმა მათ ასწავლა, რომ გამარჯვების უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად, საჭიროა კიდევ უფრო მეტი სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა.
2024 წელს ისევ გველოდება“,- წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: