„საკვები და ენერგია“ - კვათანის საჯარო სკოლაში, ფიზიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
23-05-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლაში ფიზიკის მასწავლებლის - გოჩა ხურცილავას ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი თემაზე - „საკვები და ენერგია“.
მოზარდებმა პროექტის ფარგლებში შეასრულეს არაერთი აქტივობა და ცოდნა აიმაღლეს და განიმტკიცეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.